ცხელი ხაზი: 292 00 55
იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“-ს ფარგლებში გრძელდება საინტერესო ინიციატივების განხორციელება.
16 მარტს, ქალაქ ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პარალეგალებთან ერთად გავმართეთ შეხვედრა.
სკოლის მოსწავლეებს მივაწოდეთ ინფორმაცია უფასო იურიდიული სერვისებით სარგებლობისა და სამსახურის მიმდინარე პროექტების შესახებ. პარალეგალებმა ისაუბრეს ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ ისეთი საკითხებზე, როგორიცაა: მემკვიდრეობის მიღება, ოჯახში ძალადობა; ასევე შეხვედრაზე განვიხილეთ ბავშვის უფლებათა კოდექსის აქტუალური საკითხები და ბულინგი.
შეგახსენებთ, რომ პროექტ პარალეგალის ფარგლებში, არაიურისტი პირები, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ დაგეგმილი გადამზადების პროგრამის გავლის შემდეგ, ახორციელებენ მოსახლეობისათვის პირველადი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მართლმსაჯულებაზე თითოეული ადამიანის ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის.
მადლობას ვუხდით USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას, პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის