ცხელი ხაზი: 292 00 55
16 მარტს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბრის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პარალეგალებთან ერთად გაიმართა შეხვედრები.
პარალეგალმა სკოლის მოსწავლეებს გააცნეს, ბავშვის უფლებათა კოდექსიდან გამომდინარე აქტუალური საკითხები, ასევე მიმოიხილეს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მექანიზმები. შეხვედრა წარიმართა მოსწავლეების აქტიური ჩართულობით. სკოლის მოსწავლეებს გავაცანით იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები.
შეგახსენებთ, რომ პროექტ „პარალეგალის“ ფარგლებში, არაიურისტი პირები, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ დაგეგმილი გადამზადების პროგრამის გავლის შემდეგ, ახორციელებენ მოსახლეობისათვის პირველადი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მართლმსაჯულებაზე თითოეული ადამიანის ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის.
მადლობას ვუხდით USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას, პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის