17 მარტს, ქალაქ ბათუმის N 15 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პარალეგალებთან ერთად გაიმართა შეხვედრა. იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“-ს ფარგლებში.

პარალეგალებმა სკოლის მოწავლეებს გააცნეს, ბავშვის უფლებათა კოდექსიდან გამომდინარე აქტუალური საკითხები, ბულინგი და  ინკლუზიური განათლება. ასევე მიმოიხილეს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მექანიზმები. შეხვედრა წარიმართა მოსწავლეების აქტიური ჩართულობით. 
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ არასრულწლოვნებს მიაწოდა ინფორმაცია  ბავშვთა უფლებების, ბულინგის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების და ოჯახში ძალადობის შესახებ. შეხვედრის ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია.  ასევე, გააცნო მათ იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები და აპლიკაციის შესახებ. 

მადლობას ვუხდით USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას, პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის