იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“-ს ფარგლებში, 17 მარტს, ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პარალეგალებთან ერთად გაიმართა შეხვედრა. პარალეგალებმა სკოლის მოწავლეებს გააცნეს შემდეგი თემები: ბავშვის უფლებები, ბულინგის სახეები და ინკლუზიური განათლების მნიშვნელობა. ასევე მიმოიხილეს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მექანიზმები.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ  სკოლის მოსწავლეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ, გააცნო სერვისები და მიმდინარე პროექტები. შეხვედრა წარიმართა მოსწავლეების აქტიური ჩართულობით. შეხვედრა განხორციელდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით.