მერი ხაჩიძე 2007 წლიდან მუშაობს კახეთის-თელავის იურიდიული დახმარების ბიუროში კონსულტანტის თანამდებობაზე.

მერი ხაჩიძე არის ადვოკატი საერთო სამართლის სპეციალიზაციით. მას აქვს ადვოკატად მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება, მათ შორის იურიდიული დახმარების სამსახურში მუშაობის 9-წლიანი სტაჟი.

მერი ხაჩიძე იურიდიული დახმარების სამსახურში მუშაობის პერიოდში უწევს სამართლებრივ კონსულტაციებს მოქალაქეებს, ასევე ამზადებს სამართლებრივ დოკუმენტებს სამართლის ყველა დარგში, მონაწილეობს სამსახურის მიერ ორგანიზებულ გასვლით კონსულტაციებში.

იურიდიული დახმარების სამსახურში მუშაობის განმავლობაში მერი ხაჩიძეს აქვს არაერთი წარმატებული საქმე, მას სამსახურის საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის და გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის მიღებული აქვს არაერთი მადლობის სიგელი.

2011 წელს მერი ხაჩიძემ წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

მერი ხაჩიძეს გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ტრენინგების სრული კურსი, ასევე წარმატებით აქვს გავლილი ტრენერთა შესარჩევი კონკურსი და ტრენერთა ტრენინგები.

მერი ხაჩიძე დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.