ცხელი ხაზი: 292 00 55
10 მაისს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი შეხვდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს.
დავით სიმონიამ სტუდენტებს გააცნო პროექტი" პარალეგალი", ასევე ისაუბრა ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული პროცესების ჩატარების როლსა და მნიშვნელობაზე. სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, სპეციალურად ამ სამიზნე ჯგუფებისთვის, დაიგეგმება ტრენინგები და განხორციელდება სხვადასხვა სახის პროექტები.
შეხვედრის მონაწილეებმა ახალგაზრდებს გააცნეს საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მიზანია განათლების უფლების რეალიზაციის კუთხით საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა მიმართ პრო-ბონო სამედიაციო პროცესებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა.