ცხელი ხაზი: 292 00 55
22 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადამიანური რესურსების სამმართველოს უფროსი გულიკო ზურებიანი და სპეციალისტი რევაზ არსენიძე მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმში.
დამსაქმებელთა პანელზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ორგანიზაცია როგორც საბიუჯეტო, ასევე, კერძო სექტორიდან. იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს წარუდგინეს პროექტი "პარალეგალები" რომელიც გულისხმობს არაიურისტი პირების გადამზადებას სამართლებრივი საკითხებში, რის შემდეგაც პარალეგალს შეეძლება პირველადი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა. პროექტმა ფორუმის სტუმართა დიდი ინტერსესი გამოიწვია. პარალეგალთა ტრენინგებზე დასასწრებად ათეულობით სტუდენტმა გაიარა რეგისტრაცია.
დაინტერესებულ პირებს გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის მუშაობის სპეციფიკა, პირობები და მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საზოგადოებრივი ადვოკატი, კონსულტანტი ან სხვა თანამდებობის დაკავების მსურველი კანდიდატი.
სამსახურში დასაქმების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს მომავალმა იურისტებმა, რომლებსაც შესაბამისი კონსულტაცია გაეწიათ აღნიშნულთან დაკავშირებით