ცხელი ხაზი: 292 00 55
29 მაისს, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და და ლიეტუვის იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ზივილი პოჟელინემ გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც, სხვა საკითხებს შორის, ითვალისწინებს მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და სამსახურის რეფორმების დარგში ინფორმაციის მიმოცვლას, შემდგომ თანამშრომლობას.
მანამდე სამსახურის დირექტორის და ანალიტიკური სამმართველოს უფროსი გიორგი ბაღდავაძე შეხვდნენ ლიეტუვის იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელობას, საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის სანდრა სმულაიტეს მონაწილეობით.
შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს ლიეტუვასა და საქართველოში იურიდიული დახმარების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული რეფორმები. ლიეტუველი კოლეგების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სამართლის დიგიტალიზაციის, ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესმა, რომელიც მათ სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ გააცნო. ასევე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამის გაცნობა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურში. საუბარი შეეხო მოქალაქეებისათვის უფასო იურიდიული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მხრივ განხორციელებული პროექტებასაც.
ქართული მხარისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატების შრომის ანაზღაურების წესი, რომელიც ლიეტუევლმა კოლეგებმა წარმოადგინეს.