2 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ამბროლაურისა და ონის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი თეა ჩიკვაიძე შეხვდა ონის საჯარო სკოლის უფროსკლასელებს. შეხვედრა გაიმართა რეჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში. კონსულტანტმა ბავშვებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები და ესაუბრა იურისტის პროფესიის თავისებურებებზე.  აღნიშნული პროექტის ფარგლებში შერჩეულია სამი მოსწავლე, რომლებიც სტაჟირებას გადიან ამბროლაურის საკონსულტაციო ცენტრში და ეცნობიან ადვოკატის მუშაობის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

თეა ჩიკვაიძე მოსწავლეებს  ესაუბრა ბავშვთა უფლებებზე, ოჯაურ ძალადობასა და მის შედეგებზე, საკანონმდებლო რეგულაციებზე. ბავშვებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები და ამომწურავი პასუხები მიიღეს.