2023 წლის 21 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, დავით სიმონია და სამსახურისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის ერთობლივი პროექტის კოორდინატორი მარიამ კვირკვია ესწრებოდნენ საქართველოს ლტოლვილთა ფორუმს, რომელიც UNHCR Georgia - სა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა. 

ფორუმზე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ლტოლვილთა უფლებების დაცვის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით მათ მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესზე.  ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ლტოლვილები ერაყიდან, ირანიდან, ეგვიპტიდან, სუდანიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებმაც საკუთარ გამოცდილებაზე, მიღწეულ წარმატებასა და სამომავლო მიზნებზე ისაუბრეს.

დავით სიმონიამ თევშესაფრის მაძიებლებს განუცხადა, რომ  მათთვის გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხი მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი ვიწრო სპეციალიზაციისა და ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიც არის ხელოვნური ინტელექტი.