იურიდიული დახმარების სამსახურის 25 თანამშრომელი მონაწილეობას იღებს სამ თვიან ინტენსიურ ტრენინგ-კურსში თემაზე - "სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენა".

აღნიშნული ტრენინგი ხორციელდება ევროპის საბჭოს მხარდაჭერით პროგრამა HELP-ის ფარგლებში. HELP გახლვათ ელექტრონული სწავლების პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს მონაწილეებს აღნიშნული სფეროს შესახებ მიიღონ დეტალური ინფორმაცია, გაეცნონ თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს, როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეზე.

მიმდინარე წლის 30 ივნისს, გაიმართა აღნიშნული პროგრამის გახსნა. 

ღონისძიებაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით  მიმართეს დავით სიმონიამ- იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა და ანა-მარია ტელბისმა - ევროპის საბჭოს HELP ევროკავშირში პროგრამის კოორდინატორმა.