ალექსი ტუსნიაშვილი იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის-თელავის ბიუროში 2015 წლიდან მუშაობს.

ალექსი ტუსნიაშვილი 5 წლის განმავლობაში, საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

ალექსი ტუსნიაშვილის მრავალწლიან პრაქტიკაში არის არაერთი წარმატებული საქმე, მათ შორისაა საჯარო მოხელეთა სამსახურში აღდგენის, საარჩევნო დავების, საკუთრების უფლების დაცვის, მხარდაჭერის დაწესების, საოჯახო დავების წარმატებით დასრულებული საქმეები.

ალექსი ტუსნიაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია. გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი.

ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.