მიმდინარე წლის 17 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან. 

შეხვედრა გახსნა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ - ქეთევან მურადაშვილმა. 

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას ვესაუბრეთ უფასო იურიდიული დახმარების სერვისებისა და სამსახურის მიმდინარე პროექტების შესახებ.

პარალეგალებმა ადგილობრივებს მიაწოდეს ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა: ბავშვთა უფლებები, ქალთა უფლებები, ნაადრევი ქორწინება და მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები.