გიორგი ჯეირანაშვილი იურიდიული დახმარების სამსახურში 2007 წლიდან მუშაობს. 2009 წლიდან იგი ხელმძღვანელობს შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს, მანამდე კი 2 წლის განმავლობაში ეკავა სისიხლის სამართლის სპეციალიზაციით მომუშავე ადვოკატის პოზიცია. ბიუროს ხელმძღვანელობის პარალელურად იგი იმავდროულად ეწევა აქტიურ საადვოკატო საქმიანობას. 2012 წლიდან აქვს საერთო სპეციალიზაციის საადვოკატო უფლებამოსილება.

გიორგი ჯეირანაშვილის 12-წლიან საადვოკატო პრაქტიკაში არაერთი სისხლის სამართლის საქმე დაგროვდა, მათ შორის იყო წარმატებული საქმეები, რომლებიც განრიდებით, გამამართლებელი განაჩენით და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტით დასრულდა.

გიორგი ჯეირანაშვილს გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. 2016 წლიდან იგი ირიცხება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედ ჯგუფში“, რომელიც ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის ფარგლებში.

გიორგი ჯეირანაშვილი დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და 1 შვილი