ცხელი ხაზი: 292 00 55
2023 წლის 7-11 აგვისტოს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი სულხან კომახიძე, ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი გელა სიორდია, ქუთაისის ბიუროს ადვოკატი ესმა ნორაკია და ბათუმის ბიუროს ადვოკატი გვანცა თურმანიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ, ამერიკის შეერთებული შტატების ვისკონსინის შტატში. ვიზიტი ორგანიზებული და მხარდაჭერილი იყო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით. მასში ასევე მონაწილეობდნენ ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები.
პროგრამა მოიცავდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევების შესწავლასთან დაკავშირებით სემინარებსა და სასამართლო პროცესებზე დასწრებას, მონაწილეობას სასამართლო პროცესებს, მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახის საინფორმაციო შეხვედრაში, სადაც საშუალება ჰქონდათ უშუალოდ გასცნობოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლებს და გაეზიარებინათ მათი გამოცდილება.
დავით სიმონიას საშუალება ჰქონდა შეხვედროდა ვისკონსინის შტატის იურიდიული დახმარების ხელმძღვანელობას, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
იურიდიული დახმარების სამსახური მადლობას უხდის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, განსაკუთრებით, ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს, რომლის უშუალო თანადგომით შედგა სამუშაო ვიზიტი. ასეთი სახის პროგრამები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მართლმსაჯულების სისტემას და აძლიერებს მასში ჩართულ ინსტიტუციებს.