იურიდიული დახმარების სამსახურში აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნური ინტელექტის პროგრამის დანერგვის პროცესი. 23 აგვისტოს, სამსახურის  ელექტრონული სისტემების მართვის და ინფორმაციის დამუშავების სამმართველოს ორგანიზებით, სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატებისა და  კონსულტანტებისთვის  ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებისა და კონსულტაციის პროცესში“.

ტრენინგს უძღვებოდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ასოცირებული პროფესორი და სამართლის ინჟინერი, ლადო სირდაძე. მონაწილეები გაეცნენ "ლიგალტექ" პროგრამა Logos-ის გამოყენებას და მიიღეს ინფორმაცია უცხოელი კოლეგების გამოცდილებიდან. დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები. პროგრამა Logos იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს მყისეულად მოამზადონ კონსულტაციის დოკუმენტები და სარჩელები. გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში ჩატარდება ტრენინგის მეორე ნაწილიც.