ცხელი ხაზი: 292 00 55
2023 წლის 22-სექტემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს უფროსმა რომან კეიდიამ, წევრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ჯანსაღი და უსაფრთხო მომავლისათვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სათემო კოალიციის შეხვედრაში.
სათემო კოალიციის მიზანია სახელმწიფო, მუნიციპალური, საზოგადოებრივი, რელიციური და სხვა ორგანიზაციების შეთანხმებული მოქმედების სისტემის ფორმირება და მათი საქმიანობის კოორდინაცია მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების მიერ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარების, ძალადობის და სხვა პრობლემური ქცევების პრევენციული სტრატეგიების შესამუშავებლად და განსახორციელებლად. სათემო კოალიცია აერთიანებს სახელმწიფო, სამოქალაქო, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სექტორების, ასევე ეკლესიის წარმომადგენლებს.
შეხვედრაზე განხილულ იქნა კოალიციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
ბიუროს უფროსმა რომან კეიდიამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ახალგაზრდებთან ნარკოტიკული და სხვა დანაშაულების მიმართ საკანონმდებლო კუთხით გაწეული პრევენციული საქმიანობა.
შეხვედრისას დაგეგმილ და შემუშავებულ იქნა კოალიციის მუშაობის 2023-2025 წლების სტრატეგია და ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.