თენგიზ თუხარელი შიდა ქართლის იურიდიული დახმარების სამსახურში 2010 წლიდან მუშაობს სპეციალისტის თანამდებობაზე, მას ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები საერთო სპეციალიზაციით.

თენგიზ თუხარელი გარდა ბიუროში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვისა საჭიროების შემთხვევაში ეწევა საკონსულტაციო საქმიანობასაც, რომლის შესასბამისად მოქალაქეებისათვის ამზადებს საჭირო სამართლებრივ დოკუმენტებს (განცხადება, მიმართვა, სარჩელი და სხვა), ასევე აქტიურად მონაწილეობს გასვლით კონსულტაციებში და ბიუროს უფროსს ეხმარება მათ ორგანიზებაში.

თენგიზ თუხარელს გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში.

თენგიზ თუხარელი დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და 1 შვილი.