ცხელი ხაზი: 292 00 55
12 ოქტომბერს, მარნეულში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია შეხვდა საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის წევრებს, აზერბაიჯანული სოფლების წარმომადგენლებს.
დავით სიმონიამ მოწვეულ საზოგადოებას გააცნო საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემა, დეტალურად ისაუბრა იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებზე. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რეგიონში დიდია სამართლებრივი დახმარების საჭიროება და მნიშვნელოვანია განხორციელდეს პროექტები მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის განცხადებით, სამსახური, თავისი საკანონმდებლო მანდატის ფარგლებში. უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთათვის იურიდიულ კონსულტაციას, საადვოკატო მომსახურებას, დოკუმენტაციის შედგენას და კვლავაც მზად არის ისეთი ინციატივების გასახორციელბლად, რომელიც ხელს შეუწყობს უფასო სამართლებრივ დახმარებაზე მოსახლეობის ხელემისაწვდომობის გაზრდას, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ჩატარდება საინფორმაციო კამპანია სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით.
შეხვედრაზე დარიგდა აზერბაიჯანულენოვანი ბუკლეტები იურიდიული დახმარების შესახებ, რომლიც ევროპის საბჭოს (COE) მხარდაჭერით დამზადდა.