მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ სტუდენტებს გააცნო პროექტი „პარალეგალი“.

შეხვედრის  მიმდინარეობისას სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს პარალეგალთა შესარჩევი კონკურსის შესახებ. პარალეგალებს, სამსახურის მიერ დაგეგმილი გადამზადების პროგრამის გავლის შემდეგ, შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ გასვლით საინფორმაციო შეხვედრებში, სამსახურის იურისტებთან ერთად მოსახლეობას მიაწოდონ ინფორმაცია აქტუალური სამართლებრივი თემების შესახებ და მისცენ რჩევები მათთვის საინტერესო საკითხებზე. 

ასევე, ინფორმაციული დეველოპერული ჰაბის წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანია ქუთაისის ახალგაზრდების ცნობიერების გაზრდა ადამიანის უფლებების შესახებ ქართული სამართლებრივი სისტემის ჭრილში.

აქვე, მადლობას ვუხდით USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას, მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს მასპინძლობისთვის.