ცხელი ხაზი: 292 00 55
2023 წლის 31 ოქტომბერს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე მიხეილ ხურციძემ უმასპინძლა გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ადამიანის უფლებების დამცველთა მდგომარეობის საკითხებზე მერი ლაუროლსა და დელეგაციის სხვა წევრებს, განსახილველ საკითხს წარმოადგენდა საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობა.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ადამიანის უფლებათა დამცველების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, პრაქტიკაში არსებული გამოწვევები და წინ გადადგმული ნაბიჯები. შეხვედრას ესწრებოდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის ანალიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი - გიორგი ბაღდავაძე და ელექტრონული სისტემების მართვისა და ინფორმაციის დამუშავების სამმართველოს უფროსი - დიმიტრი სამხარაძე, რომელთაც გაეროს სპეციალურ მომხსენებელს მიაწოდეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის მუშაობის სპეციფიკისა და ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობასთან დაკავშირებით.