ცხელი ხაზი: 292 00 55
ქეთევან გაგოევი იურიდიული დახმარების სამსახურში მუშაობს 2007 წლიდან. იგი შიდა ქართლის ბიუროში ეწევა საადვოკატო საქმიანობას სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
ქეთევან გაგოევის 10-წლიან პრაქტიკაში დაგროვდა არაერთი სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის იყო წარმატებული საქმეები, რომლებიც დასრულდა განრიდებით, გამამართლებელი განაჩენით და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტით.
ქეთევან გაგოევს გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. 2016 წლიდან იგი ირიცხება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედ ჯგუფში“, რომელიც ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის ფარგლებში.
არის დაოჯახებული.