1 ნოემბერს, USAID -ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ, შეხვედრა გამართა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლაში. მან სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები და მანდატი ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

შეხვედრის მეორე ნაწილი კი დაეთმო პროექტ "პარალეგალებს". ბეჩოში, ასევე ასევე USAID -ის სამართლის უზენაესობის პროექტის  მხარდაჭერით იმყოფებოდნენ ბათუმელი პარალეგალი-სტუდენტები, რომლებიც ბავშვებს ესაუბრნენ ბულინგის, ინკლუზიური განათლების და ბავშვთა სხვა უფლების შესახებ, რომელიც ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსის და კონვენციის მიხედვით არის განსაზღვრული.