ცხელი ხაზი: 292 00 55
8 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურს ესტუმრა. "მობილური საკონსულტაციო ცენტრი" არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და საჭირო შემთხვევაში სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება. პროექტი გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.
კონსულტაციების დაწყებამდე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ ლევან გვენეტაძემ და ანალიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სპეციალისტმა თამრიკო ნაჭყებიამ სოფლის მოსახლეობას გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები და უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები, სამსახურის პროექტები. ასევე, ისაუბრეს მოსახლეობისთვის აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე, როგორებიცაა მიწის რეგისტრაცია, ქალთა უფლებები, სამეზობლო დავები და სხვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა ალექსი ტუსნიაშვილმა მობილურ საკონსულტაციო ცენტრში ინდივიადუალური კონსულტაცია გაუწია მოსახლეობას.