ცხელი ხაზი: 292 00 55
2023 წლის 12 ნოემბერს ქუთაისში პროექტ „პარალეგალის“ ფარგლებში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ.
ტრენერმა დადარგის ექსპერტმა ნინო ელბაქიძემ პარალეგალებს გააცნო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: შშმ პირთა ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, საერთაშორისო სტანდარტები და დაცვის მექანიზმები.
ტრენინგი წარიმართა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით.
აღსანიშნავია, რომ პროექტი „პარალეგალი“ ერთ წელზე მეტია აქტიურად მიმდინარეობს და იგი ხორციელდება, მოძრაობა - „ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომის ფარგლებში“.