2023 წლის 10 ნოემბერს ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს  უფროსი ნათია ბოჯგუა და ადვოკატები: ზაზა კვირკველია, დავით გოგუა, მაია დარასელია და კონსულტანტი სალომე ჯანჯღავა შეხვდნენ ქ. ფოთის N15 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს. ბიუროს უფროსმა ნათია ბოჯგუამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატი ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით და მიაწოდა მათ ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ.  ფოთის ბიუროს თანამშრომლებმა წარადგინეს სლაიდ პროგრამა: ,,არასრულწლოვანი და მართლმსაჯულება“ და ,,ბავშვთა უფლებები/ბავშვის საუკეთესო ინტერესები“, სადაც მოკლედ მიმოხილულია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებები, საკანონმდებლო იერარქია, ბავშვის უფლებათა კონვენციით და ბავშვის უფლებათა კოდექსით მოწესრიგებული სამართლებრივი საკითხები.

განხილული საკითხებით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები მათთვის საინტერესო და ზოგადად საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი არასრულწლოვანთათვის პრობლემურ საკითხებზე. შეხვედრა წარიმართა დისკუსიის ფორმატში. უახლოეს მომავალში დაიგეგმა სხვადასხვა აქტივობის განხორციელება არასრულწლოვანთა ჩართულობით.