მარიამ ინდუაშვილი იურიდიული დახმარების სამსახურში 2016 წლიდან მუშაობს. 2006 წლიდან არის სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ეწეოდა კერძო საადვოკატო მომსახურეობას საერთო სპეციალიზაციით, 2011 წლიდან იწყებს მუშაობას გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში იურიდიული სამართლის კლინიკის ტრენერად სისხლის სამართის სპეციალიზაციით. 2012 წლიდან კი ,,სოციალურმეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის“ ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის სპეციალობით - მოწვეული სპეციალისტი, ლექტორი. 2014 წლიდან 2015 წლამდე მუშაობდა სს „პრივატბანკის“ გორის ფილიალის იურისტად.

მარიამ ინდუაშვილს გავლილი აქვს მრავალი, უნივერსალური ტრენინგი. მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. 2016 წლიდან იგი ირიცხება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედ ჯგუფში“, რომელიც ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის ფარგლებში.

მარიამ ინდუაშვილი არის საქართველოს ლექტორთა ასოციაციის წევრი, რომელიც დატრენიგებულია USAID, IFES მიერ და ითვლება სერტიფიცირებული ტრენერად. იგი სისტემატიურად ატარებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ტრენინგებს და მონიტორინგს უწევს სტუდენტურ პროექტებს.

მარიამ ინდუაშვილი დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.