ცხელი ხაზი: 292 00 55
მიმდინარე წლის 26-27 ნოემბერს, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით იურდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებითვის ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი ბავშვზე მორგებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით.
ტრენინგი გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს - იურიდიული დახმარების სამსახურის პირველმა მოადგილემ - ნინო მელაძემ და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის პროექტის უფროსმა ოფიცერმა - ბაქარ ჯიქიამ.
ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეები გაეცვნენ საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებს. ტრენინგს უძღვებოდნენ ევროპის საბჭოს ექსპერტები - მარია ანდრიან კოსტოპოულოუ და თამთა ბაბუნაშვილი.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ბავშვზე მორგებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშრებით მომზადდა ტრენინგ-მოდული, რომელიც გადმოეცა იურიდიული დახმარების სამსახურს.
მადლობას ვუხდით ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისს მხარდაჭერისთვის.