8 დეკემბერს, ევროპის საბჭოს ორგანიზებით, იურიდიული დახმარების სისტემის, საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის ანალიზის საკითხზე გაიმართა შეხვედრა. მასში ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად მონაწილეობდნენ პარლამენტის, იურიდიული დახმარების საბჭოს, სამსახურის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და რამდენიმე ბიუროს ხელმძღვანელი.

შეხვედრას მოდერაციას უწევდა ევროპის საბჭოს პროექტის კოორდინორი ბაქარ ჯიქია. სპეციალური მოხსენებები წარმოადგინეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ, ევროპის საბჭოს საქართველოს და აზერბაიჯანის პროექტების ხელმძღვანელმა მაჰირ მუშტეიდგადამ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა  ღუდუშაურმა. 

ევროპის საბჭოს ექსპერტმა ჯონ ომსმა, რომელიც კონფერენციის მსვლელობაში ონლაინ-რეჟიმში ჩაერთო, შეაფასა იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობა, წარმოადგინა ანგარიში საკანონმდებლო-ნორმატიულ ბაზაში შესატანი ცვლილებების თაობაზე და გასცა შესაბამისი რეკომენდაციები.

იურიდიული დახმარების სამსახურის პირველმა მოადგილემ, ნინო მელაძემ უპასუხა  ჯონ ომსის მიერ დასმულ ყველა შეკითხვას და დამსწრე საზოგადოებას გააცნო მოსაზრებები სამსახურის საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. 
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.