2023წლის 8 დეკემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს უფროსის მოადგილემ - ცირა გამცემლიძემ, კონსულტანტმა - თამარ სანიკიძემ და სპეციალისტმა - თინათინ უჩანეიშვილმა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული გლობალური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს კოლეჯში „მერმისი“.

შეხვედრის მიზანი იყო კოლეჯის სტუდენტებისა და პედაგოგების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით. 

ადვოკატებმა შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს არსებული აქტუალური საკითხის სამართლებრივი ასპექტები, განუმარტეს თუ რა ითვლება ძალადობად და მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა სანქციებს ითვალისწინებს კანონი ძალადობის შემთხვევაში. ასევე გააცნეს მსხვერპლთა უფლებები და მექანიზმები, რომელითაც შესაძლებელია მოსალოდნელი ძალადობის თავიდან აცილების მცდელობა ან მძიმე შედეგების შემცირება.  

შეხვედრა ინტერაქტიულად მიმდინარეობდა. კოლეჯის წარმომადგენლებმა ასევე მიიღეს დაწვრილებითი ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ. დაინტერსებულ პირებს გაეწიათ ინდივიდუალური კონსულტაციები. 

აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების სამსახურისა და კოლეჯ „მერმისს“ შორის ორი წლის წინ გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებში კვლავ ჩატარდება შეხვედრები იურისტებთან, კოლეჯის სტუდენტებისათვის საჭირო და აქტუალურ თემებთან დაკავშირებით.