15 დეკემბერს, ზუგდიდში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე ლევან გვენეტაძე დაესწრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ჩატარებულ შეხვედრას თემაზე „დევნილი საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა სამართლებრივ საკითხებსა და სერვისებზე“. 

შეხვედრის მიზანი იყო აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების სამართლებრივი საკითხების უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა, ცნობიერების ამაღლება მოქმედ სამართლებრივ სერვისებზე, სამთავრობო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის გაძლიერება დევნილთა სამართლებრივი დახმარების კუთხით.

ლევან გვენეტაძემ შეკრებილ საზოგადოებას მიაწოიდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის იმ სერვისების შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომია, როგორც აფხაზეთიდან დევნილი, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის.