ცხელი ხაზი: 292 00 55
2023 წლის 6-8 დეკემბერს, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, ბორჯომში, უფასო იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელის წარმომადგენლებისათვის ჩატარდა ტრენინგი პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე.
ტრენინგს უძღვებოდნენ დარგის ექსპერტები თამარ ქალდანი და ლონდა თოლორაია.
იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციისა და რეგიონული ბიუროების თანამშრომლებთან ერთად ტრენინგს ესწრებოდნენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების და იურიდიული კლინიკების წარმომადგენლებიც, რომლებიც რეფერალური ქსელის მუშაობაში აქტიურად არიან ჩართულნი.
ტრენერებმა მიმოხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლების არსი და მნიშვნელობა, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული სამართლებრივი ინსტრუმენტები, მონაცემთა დაცვის სფეროში ძირითადი ტერმინები, მონაცემთა დამუშავების პრინციპები, ვიდეოთვალთვალი და აუდიო მონიტორინგი, შრომით ურთიერთობებში მონაცემთა დაცვა, ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება, ადვოკატებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ სამართალწარმოების პროცესში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ მომზადებული გაიდლაინები და სხვა.
უფასო იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელის პორტალი https://freelaw.ge განახლდა გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP Georgia"კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" ფარგლებში. იგი შექმნილია იმ პირებისათვის, ვისაც ამ ეტაპზე არ გააჩნია ადვოკატის აყვანის ფინანსური რესურსი და ამიტომ ეძებს უფასო იურიდიული დახმარების მომწოდებელ ორგანიზაციებს.