მიმდინარე წლის 29 ნოემბერს ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლებმა მაია დარასელიამ და სალომე ჯანჯღავამ ქ. ფოთის ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული გლობალური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეს დოკუმენტური ფილმის ჩვენებაში „ხმა ამოიღეთ!“, რომლის შემდგომ ადვოკატმა მაია დარასელიამ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სლაიდი ქალთა მიმართ ძალადობა ან /და ოჯახში ძალადობის თემაზე. ასევე შეკრებილებს მიეწოდათ ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის და სამსახურის საქმიანობის შესახებ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: სოციალური მომსახურების სააგენტოს, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის, კოლეჯი ფაზისის, ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვ სამსახურების წარმომადგენლები.