ცხელი ხაზი: 292 00 55
მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, ახალციხეში, გაიმართა შეხვედრა სახელწოდებით - „ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე“.
შეხვედრა გახსნა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა - გიორგი ჩხეიძემ.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ - ლევან გვენეტაძემ, მონაწილეებს გააცნო სამსახურის შესახებ დეტალური ინფორმაცია. ასევე, სასწავლო ცენტრის უფროსმა - მარიამ ბურკაძემ, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პროექტ „პარალეგალის“ ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, რომელიც ერთ წელზე მეტია წარმატებით მიმდინარეობს ბათუმსა და ქუთაისში, ხოლო მომდევნო წლიდან აღნიშნული პროექტი ახალციხეშიც განხორციელდება.
შეხვედრის მიმდინარეობისას USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების მრჩეველმა - თიმ ბუნიავეცმა, წარადგინა მოხსენება თემაზე - „მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების დანერგვის გზით“.
ღონისძიებაში მონაწილობას იღებდნენ ადგილობრივი იურიდიული დახმარების სამსახურის, სასამართლო სისტემის, ადვოკატთა კორპუსისა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრის ბოლოს წარიმართა დისკუსია, რომელსაც მოდერირებას უწევდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მრჩეველი სამართლის უზენაესობის საკითხებში - ირინა ლორთქიფანიძე.
მადლობას ვუხდით USAID -ის სამართლის უზენაესობის პროგრამას მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.