ანალიტიკური და საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი

მაია ნოზაძე  ანალიტიკური და საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობს 2024 წლიდან.

იგი მანამდე იურიდიული დახმარების სამსახურში 2012 წლიდან მუშაობდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა 2004 -2023 წლებში.

მაია ნოზაძის მრავალწლიან პრაქტიკაში არაერთი წარმატებული საქმე დაგროვდა, მათ შორის, გამამართლებელი განაჩენით და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტით დასრულებული საქმეები.

მაია ნოზაძეს გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. 2016 წლიდან იგი ირიცხება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედ ჯგუფში“, რომელიც ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის ფარგლებში.

მაია ნოზაძე დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი