გრძელდება მობილური იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო კამპანია გურიაში.

13 თებერვალს ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები მობილური საკონსულტაციო ცენტრის საშუალებით სოფლებს -ასკანასა და მთისპირს ესტუმრნენ.

ადვოკატმა იამზე მემარნიშვილმა მოსახლეობას მიაწოდა ვრცელი ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, დაურიგა საინფორმაციო ბუკლეტები და ამომწურავად უპასუხა მათ შეკითხვებს.

ადვოკატმა გიორგი ქარჩავამ კი  სამართლებრივი რჩევებისთვის  მობილურ საკონსულტაციო ცენტრში მიიღო სოფლის მცხოვრებლები სათითაოდ და კონფიდენციალურობის სრული დაცვით გაუწია მათ იურიდიული კონსულტაცია.

ადვოკატებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიაკითხეს ერთ-ერთ შშმ პირსაც და აღმოუჩინეს მას შესაბამისი დახმარება.