2024 წლის 15 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და სხვა წარმომადგენლები პროფესიულ კოლეჯ "მერმისს" ესტუმრნენ. კოლეჯის დირექტორმა ნონა ღუდუშაურმა სტუმრებს გააცნო კოლეჯის მუშაობის პრინციპები, შემდგომ კი სტუმრები სტუდენტებს წარუდგინა.

დავით სიმონია კოლეჯის სტუდენტებს ესაუბრა საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის და იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ.

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა გიორგი ჩაკვეტაძემ კი ახალგაზრდებს მოაწოდა კონკრეტული ინფორმაცია ბიუროს მუშაობის სპეციფიკის შესახებ.

შემდეგ თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსის მოდგილემ, ცირა გამცემლიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია "ნარკოდანაშული და აზარტული თამაშები", რომელშიც მიმოხილული იყო აღნიშნული თემატიკის სამართლებრივი რეგულაციები. სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, დასვეს შეკთხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები.