ცხელი ხაზი: 292 00 55
თინათინ დიაკონაშვილი იურიდიული დახმარების სამსახურში 2015 წლიდან მუშაობს. 2015-2016 წლებში იგი მუშაობდა კონსულტანტის პოზიციაზე. 2016 წლიდან არის ადვოკატი სამოქალაქო სპეციალიზაციით.
2014-2015 წლებში თინათინ დიაკონაშვილი მუშაობდა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მთავარ სპეციალისტად იურიდიულ საკითხებში. 2011-2014 წლებში იყო ნოტარიუსის თანაშემწე.
თინათინ დიაკონაშვილს ჩაბარებული აქვს არაერთი საკვალიფიკაციო გამოცდა, მათ შორის ცენტრალური სარჩევნო კომისიის მოხელისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდები, მას ასევე 2016 წლის ოქტომბერში ჩაბარებული აქვს ნოტარიუსის საკვალიფიკაციო გამოცდა. ადვოკატ თინათინ დიაკონაშვილს ნაწარმოები აქვს არაერთი წარმატებული საქმე.
თინათინ დიაკონაშვილს გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, 2017 წლიდან იგი ირიცხება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სერტიფიცირებულ ტრენერთა საიში. როგორც ტრენერი, იგი პერიოდულად აწარმოებს პედაგოგიურ საქმიანობას, ატარებს ტრენინგებს, უზიარებს კოლეგა ადვოკატებს გამოცდილებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები ადმინისტრაციულ სამართალში, კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვა.
თინათინ დიაკონაშვილი დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და 1 შვილი.