წარმატებით დასრულდა საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში.

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის იურიდიური დახმარების ბიუროს დახმარებისთვის მომართა მხარდამჭერის მიმღებმა პირმა ლ.გ.-მ, რომელიც მრავალსულიანი ოჯახის წევრი ქალია და მას თავისი კუთვნილი ფართის დაბრუნება ესაჭიროებოდა, რადგან  ვერ სარგებლობდა თავისი უძრავი ქონებით, რითაც ადგებოდა ზიანი.  აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფართით მრავალი წლის განმავლობაში, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სარგებლობდნენ სხვა პირები. 

ადვოკატმა ნინო კობაურმა შეადგინა არგუმენტირებული სარჩელი, რომლითაც უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში  მოსარჩელეებისათვის გადაცემა მოითხოვა. მეტიც, იშუამდგომლა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებლად მიქცევა. პირველი ინსტანციის  სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია და დააკმაყოფილა სარჩელი, ამასთან, ადვოკატის შუამდგომლობის შესაბამისად,  გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. 

ვულოცავთ თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატ ნინო კობაურს და წარმატებებს ვუსურვებთ.