მიმდინარე წლის 22 მარტს ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა ჩაატარეს 2 შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელებში - შუა ხორგასა და ჭალადიდში. ადგილობრივ მცხოვრებლებს მიეწოდათ ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ.

შეხვედრების დასრულების შემდეგ იურიდიული დახმარების სამსახურის მობილურ საკონსულტაციო ცენტრში ინდივიდუალური კონსულტაციები მიიღეს აღნიშნული სოფლების მცხოვრებლებმა. მათ ძირითადად აინტერესებდათ მიწის ნაკვეთით სარგებლობის და რეგისტრაციის, სასარჩელო წარმოების მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობის, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის საკითხვები. სოფლის მცხოვრებ მოსახლეობას უფასო ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციები გაუწიეს ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა დავით გოგუამ, სპეციალისტმა მაგდა სიორდიამ და კონსულტანტმა სალომე ჯანჯღავამ, რომელმაც ერთ-ერთ მოქალქეს კონსულტანტმა მობილურ საკონსულტაციო ცენტრში სამართლებრივი დოკუმენტიც ადგილზე მოუმზადა.

აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის "მობილური საკონსულტაციო ცენტრი" არის სპეციალური მიკროავტობუსი, რომელიც მოეწყო და აღიჭურვა გერმანიის მთავრობისა Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP Georgia "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ფარგლებში. ცენტრი სპეციალურად განკუთვნილია ის სოფლებისა და სხვა დასახლებული პუნქტებისათვის, რომლებიც იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისებისგან მოშორებით მდებარეობს.

მობილური საკონსულტაციო ცენტრის ამოქმედებამ მნიშვნელოვნად გადაჭრა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე მოსახლეობის ტერიტორიული ხელმისაწვდომობის პრობლემა.