ცხელი ხაზი: 292 00 55
2 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალიზებულ საქმეთა ბიუროს და სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, რომელშიც პროფესიონალებმა და მოწვეულმა სპეციალისტებმა განიხილეს ბავშვის უფლებათა კოდექსის 26-ე მუხლის ეფექტიანი აღსრულების და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების საკითხები.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში 150-ზე მეტმა პროფესიონალმა - სოციალურმა მუშაკმა, მოსამართლეებმა, ადვოკატებმა - მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ კოდექსის 26-ე მუხლი არეგულირებს ბავშვის ოჯახისგან განცალკევების საკითხს და ამას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ მაშინ, როცა ბავშვის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას ექმნება მყისიერი საფრთხე, და მაშინაც გადაწყვეტილება სასამართლოს თანხმობით უნდა იქნეს მიღებული.
დასკვნითი შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია და გამოცდილება ძირითადი კონცეფციების, პრინციპების, მიდგომებისა და თანამშრომლობის წესების შესახებ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე დაყრდნობით, ყველა ბავშვს აქვს უფლება, იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში. ბავშვის ოჯახისგან განცალკევება დაუშვებელია და ეს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს და ისიც დროებითი ზომის სახით უნდა მოხდეს.