ცხელი ხაზი: 292 00 55
ტარიელ ბალაბანიშვილი იურიდიული დახმარების სამსახურში 2013 წლიდან მუშაობს. 2013-2014 წლებში იგი სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროში მუშაობდა კონსულტანტის თანამდებობაზე, ხოლო 2014 წლის ივლისის თვიდან ამავე ბიუროში ეწევა საადვოკატო საქმიანობას სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
ტარიელ ბალაბანიშვილის პრაქტიკაში არაერთი წარმატებული საქმე დაგროვდა, როგორც კონსულტანტის თანამდებობაზე მუშოაბის, ისე საადვოკატო საქმიანობის პერიოდში, მათ შორის გამამართლებელი განაჩენით დასრულებული საქმეები.
ტარიელ ბალაბანიშვილს გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. 2016 წლიდან იგი ირიცხება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედ ჯგუფში“, რომელიც ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის ფარგლებში.
ტარიელ ბალაბანიშვილი დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და 1 შვილი.