5 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და ფსიქოლოგთა ჯგუფი თბილისის მე-18 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. დავით სიმონიამ სკოლის უფროსკლასელებს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები გააცნო, ესაუბრა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვის უფლებათა კოდექსზე.

პრეზენტაცია, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციის წევრებმა მოსწავლეებს წარუდგინეს მოიცავდა ბულინგის, ტოლერანტობის, თანასწორუფლებიანობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის საკითხებს.

შეხვედრის მსვლელობის დროს სამსახურის წარმომადგენლებმა მოზარდების შეკითხვებს უპასუხეს.