ცხელი ხაზი: 292 00 55
მიმდინარე წლის 10 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით, გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში.
აღსანიშნავია, რომ პროცესზე მხარეებს წარმოადგენდნენ სტუდენტი პარალეგალები, ხოლო ნაფიცი მსაჯულები გახლდათ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.
მოსწავლეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით. ასევე, იმიტირებული პროცესის საქმის მასალები იმგვარად იყო შედგენილი, რომ ნაფიც მსაჯულებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემსჯელათ ბავშვთა შრომის უფლებიდან გამომდინარე აქტუალურ საკითხებზე და შემდგომ გაცნობოდნენ კვალიფიციურ სამართლებრივ შეფასებებს. აღსანიშნავია, რომ განსახილველმა თემამ დიდი დაინტერესება გამოიწვია სკოლის მოსწავლეებში.
იმიტირებული პროცესი განხორციელდა პროექტის - "ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი"-ს ფარგლებში.
მადლობას ვუხდით USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა -ს მხარდაჭერისათვის.