მიმდინარე წლის 10 აპრილს, ქ. ქუთაისში აკად. ივ. ჯავახიშვილის სახელობის სკოლა „იმედში“ იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებისთვის პარალეგალებთან ერთად გამართეს შეხვედრა. 

შეხვედრას უძღვებოდა სამსახურის ანალიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი - მაია ნოზაძე. 

პარალეგალებმა სკოლის მოსწავლეებს გააცნეს შემდეგი თემები: ბავშვის უფლებები, ბულინგის სახეები და ინკლუზიური განათლების მნიშვნელობა. შეხვედრა წარიმართა მოსწავლეების აქტიური ჩართულობით. სკოლის მოსწავლეებს გავაცანით იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ჩვენი სერვისები და მიმდინარე პროექტები.

მადლობას ვუხდით USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა - ს პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის.