ცხელი ხაზი: 292 00 55
2024 წლის 17 აპრილს აბაშის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა შეხვედრა.
შეხვედრას უძღვებოდა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია.
სამსახურის წარმომადგენელმა დიმიტრი ტორაძემ, მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციის, ტოლერანტობის, ქალთა უფლებების, ბულინგის, შრომის უფლებების და ტრეფიკინგის საკითხებზე.
შეხვედრა წარიმართა მოსწავლეების აქტიური ჩართულობით.