ცხელი ხაზი: 292 00 55
2024 წლის 18 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და სხვა წარმომადგენლები აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სუჯუნას მოსახლეობას შეხვდნენ.
დავით სიმონიამ დამსწრე საზოგადოებას სამსახურის სერვისები გააცნო. ასევე, წარადგინა იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" ფარგლებში შეიქმნა.
"მობილური საკონსულტაციო ცენტრი" - ეს არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და საჭირო შემთხვევაში სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება.
ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტებმა სალომე ჯანჯღავამ და მაია რობაქიძე-ძიძავამ მობილური საკონსულტაციო ცენტრის დახმარებით ინდინივიდუალური კონსულტაციები გაუწია დაინტერესებულ პირებს.
მობილური საკონსულტაციო ცენტრით აქტიურად ისარგებლა მოსახლეობამ.