ცხელი ხაზი: 292 00 55
მიმდინარე წლის 19 აპრილს ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა ჩაატარეს შეხვედრები აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში ონტოფოსა და სეფიეთში. დამსწრე საზოგადოებას მიეწოდათ ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ. დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.
ორივე სოფლის მოსახლეობას მობილურ საკონსულტაციო ცენტრში უფასო ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციები გაუწიეს ფოთის ბიუროს უფროსმა ნათია ბოჯგუამ, კონსულტანტმა სალომე ჯანჯღავამ და სენაკის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა მაია რობაქიძე ძიძავამ.
იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" ფარგლებში შეიქმნა.