ცხელი ხაზი: 292 00 55
2024 წლის 27-აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში „მაკ ჯორჯიას და ზუგდიდის დამოუკიდებელი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონნე პირთა მხარდამჭერი მომსახურების ინტერაქციული გამოფენა, რომელშიც მონაწილეობდნენ შშმ პირები და მათი ოჯახის წევრები, შშმ პირთა მომსახურების გამწევი ორგანიზაციები და სპეციალისტები, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა საკითხებით დაინტერესებული ფართო საზოგადოება.
შეხვედრაზე ორგანიზაციები გაეცნენ სამეგრელოს რეგიონში პარტნიორი და მომიჯნავე სფეროში მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციების საქმიანობას, რომელიც საშუალებას იძლევა მათი ურთიერთანამშრომლობის გაღრმავების, როგორც რეგიონალურ, ასევე საქართველოს მასშტაბით.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს უფროსი რომან კეიდია და ადვოკატ ზვიად ქობალავა. რომან კეიდიამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, მომსახურების სახეები და საქმიანობა შშმ პირებთან მიმართებით.
შეხვედრის დასრულებისას გაიმართა ინტერაქციული გამოფენა.