ცხელი ხაზი: 292 00 55
მიმდინარე წლის 16 მაისს ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა ჩაატარეს შეხვედრა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ლეხაინდრაოსა და ბანძაში, ადვოკატმა დავით გოგუამ, კონსულტანტმა სალომე ჯანჯღავამ და სპეციალისტმა მაგდა სიორდიამ სოფლების მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, ასევე, წარადგინეს იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი. შეხვედრებს ესწრებოდა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჯანაშია.
საერთო შეხვედრის შემდეგ მობილურ საკონსულტაციო ცენტრში ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა დაინტერესებულ ადგილობრივ მცხოვრებლებს გაუწიეს ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციები სხვადასხვა საკითხზე.